ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა ან გაიხს​ნება, ან ვერ გაიხსნება და ჩაკეტილი ჩამოიქცევა!

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქვეყნის გახსნის შემდეგ აუცილებელია, სახელმწიფომ ყველა დარგში ლოგიკური წესები დაადგინოს და ამ წესების აღსრულება გააკონტროლოს.

როგორც ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველო რეალობის წინაშეა - ქვეყანა, ან გაიხსნება, ან არ გაიხსნება და ჩაკეტილი ჩამოიქცევა.

“ჩვენ ვითხოვდით გახსნას, რადგან რეგულაციების უდიდეს ნაწილს ლოგიკა არ მოყვება, სამართლებრივად გაუმართლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დარგში ლოგიკური წესები დადგენილი იყოს და ამ წესების აღსრულება სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს. ჩვენ გახსნისთვის კი არ გვინდა გახსნა, გახსნა ჯანმრთელი და ნორმალური საზოგადოებისთვის გვინდა. სამწუხაროდ, მთელ რიგ დარგებში მინიმალური პროტოკოლიც კი მომზადებული არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს დადოს წესები და აკონტროლოს სამართლიანად შესრულება და არა ორმაგი სტანდარტით და მეორე, სანამ ჩვენ გარანტია არ გვექნება, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და სრულყოფილად წარიმართება, ჩვენ მუდმივად ვიქნებით ისევ დაკეტვის, შემდეგ ისევ გახსნის მოთხოვნის რეჟიმში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მოლდოვამ, ავღანეთმა და სხვა ქვეყნებმა უკვე მიიღო ვაქცინა, რადგან მათი ხელისუფლება მუშაობს.

„ამდენი ხანი გავიდა და ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას: მილიარდობით დახმარება რომ მივიღეთ, სერიოზული თანხის მობილიზება რომ მოხდა ქვეყნის შიგნითაც, სესხიც რომ ავიღეთ, რომელიც ჩემმა და თქვენმა შვილებმა უნდა იხადოს, სად არის ვაქცინა?! როგორ მოახერხა მოლდოვამ, ავღანეთმა მიეღო ვაქცინა?! ჩვენ დღეს პასუხიც არ გვაქვს, საერთოდ იქნება თუ არა. არანაირად არ გვაქვს გარანტია, რომ დროულად მოხდება შემოტანა და დროულად მოხდება ვაქცინაციის პროცესის უზრუნველყოფა. ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა ან გაიხს​ნება, ან ვერ გაიხსნება და ჩაკეტილი ჩამოიქცევა!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს