თინა ბოკუჩავა - რისთვის შედის საერთოდ „გირჩი“ გაუგებარია, იმისთვის, რომ გახდეს „ქართული ოცნების“ ანტურაჟი, აქსესუარი?

პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასია, რისთვის შედის „გირჩი“ გაუგებარია, იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ აქსესუარი გახდეს? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ „გირჩის“ ცალკეული წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.

„ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლის ტოლფასია.

ნამდვილად ჭრელი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ სია, თუმცა, სიჭრელე არ ნიშნავს ღალატს საკუთარი პრინციპებისა, მათ შორის, პარტიის.

არ ვიცი, შეიძლება, „გირჩებმაც“, ისევე როგორც სხვა ბატონებმა გადათქვან საკუთარი სიტყვა, თუმცა, მათ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში და ოპოზიციური შეკრების დროს, არაერთხელ გამოუთქვამთ საკუთარი მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ შევლენ, იმიტომ, რომ ვერ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

100 - კაციანი ყველზე დაბალი ლეგიტიმაციის წინაპირობა რომც დააკმაყოფილონ, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის 113 ხმა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება.

ამიტომ, რისთვის შედის საერთოდ „გირჩი“ გაუგებარია, იმისთვის, რომ გახდეს „ქართული ოცნების“ ანტურაჟი, აქსესუარი? “,-აცხადებს ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა. როგორც თინა ბოკუჩავა დასძენს, ნონსესია საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის დასკვნა „პლენარული სხდომის ტყვეობაშია“, რადგან საბოლოო მსაჯული პლენარული სხდომაა, რომელიც კომიიის დასკვნას ჩააგდებს.

„საგამოძიებო კომისიას აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა, მათ შორის, ჩვენი ფასილიტატორების დახმარებით.

ამ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად, საგამოძიებო კომისიას ექნებოდა უფლებამოსილება, მისი დასკვნა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამხდარიყო ავტომატურად ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. სხვაგვარად, თეორიულად ოპოზიციაც რომ იქ იყოს, საგამოძიებო კომისიის დასკვნა პლენარული სხდომის კენჭისყრის ტყეობაში“,-აცხადებს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ თუ არჩევნების შესწავლისას აღმოჩნდება თუნდაც 1%-იანი ცდომილება ცესკოს მიერ დაფიქსირებულ შედეგებსა და ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებულ შედეგებს შორის, მაშინ მმართველი გუნდი იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა