ანრი ოხანაშვილი - გერმანიის საელჩოს მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დიდი მხარდაჭერა აქვს

„გერმანიის საელჩოს მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დიდი მხარდაჭერა აქვს. მოხარული ვარ, რომ გერმანიას, გერმანიის საელჩოს საქართველოში და გერმანულ ორგანიზაციებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და შემდგომი განვითარების საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჰუბერტ ქნირშთან და ელჩის მოადგილესთან, ტანია ჰუტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილმა გერმანელ დიპლომატებს გააცნო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმები საკანონმდებლო საქმიანობის და ასევე, გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.

„ჩვენ, ძირითადად, ორ გერმანულ ორგანიზაციასთან - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) ვითანამშრომლებთ. სტუმრებს მივაწოდე ინფორმაცია ამ კონკრეტულ გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა