ლევან ნატროშვილი - ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან - იმ ჩანაწერებიდან, რაც მემორანდუმშია, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ პრობლემა აღმოიფხვრება

ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან. იმ ჩანაწერებიდან, რაც ახლა არის მემორანდუმში, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ მხრივ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგადად, მისასალმებელია,რომ მუშაობა დაიწყო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს კანონმდებლობაში, რომელიც გადასახედია იმისათვის, რომ ყოველ შემდგომ არჩევნებს ნდობა ჰქონდეს.

“რაც შეეხება კონკრეტულ წინადადადებას, წინადადების ძირითადი ნაწილი არის ზოგადი და საჭიროებს დაზუსტებას. როდესაც ცნობილი გახდება დეტალურად, შევძლებთ შევაფასოთ ეს წინადადებები. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ვთქვა, არის ის, რომ რამდენიმე კარგი ინიციატივაა, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემას ეხება.

თუმცა, ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან. იმ ჩანაწერებიდან, რაც ახლა არის მემორანდუმში, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ მხრივ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. გარკვეული რისკები არსებობს, რომ კვლავ დარჩნენ საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ და ნდობა კვლავ ისეთივე მცირე იყოს,როგორც დღეს არის.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროფესიონალიზაცია, რომ მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები იყვნენ კომისებში, ნაადრევია საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ არის პოლიტიკური გარემო დაბალანსებული. ერთი პარტიის ხელში არის ყველა, მეტნაკლებად, დამოუკიდებელი თუ არა დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები იმ სისტემით, რაც არის წარმოდგენილი, დიდი ალბათობით, კვლავ იქნებიან შერჩეულები ხელისუფლების, მმართველი პარტიისადმი ლოიალობის კრიტერიუმით, ვინაიდან კომისია, რომელიც შედგება პრეზიდენტთან და პრეზიდენტი წარადგენს ამ კანდიდატურას, როგორიც არის იქ ჩამოწერილი, დღესაც იდეაში დაახლოებით იგივე პროცედურაა”, - განაცხადა ნატროშვილმა.

მან ასევე რეკომენდაციებზეც ისაუბრა.

“ჩვენ უკვე გვქონდა რეკომენდაცია იმაზე, რომ ისევ შენარჩუნდეს ის მოდელი, რაც დღეს გვაქვს და გაკეთილშობილდეს. ანუ ის 6 წევრი ისევ პარტიებმა აიჩიონ/დანიშნონ. უბრალოდ, განსხვავება ის იყოს, რომ თითო პარტიას მხოლოდ თითო წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდეს. რაც შეეხება პროფესიული ნიშნით ასარჩევ და დასანიშნ წევრებს ყველა დონეზე, ამ მხრივ უკვე პროცედურები დასახვეწია, განსაკუთრებით საოლქო-საარჩევნო კომისიების დონეზე, როგორ ხდება მათი შერჩევა. დღეს როგორც ხდება, ჩვენი აზრით, ის მიუღებელია. ანუ, როდესაც უბრალოდ “სივებს" წარადგენენ ადამიანები მაგალითად, საუბნო-საარჩევნო კომისიების დონეზე და იმის მიხედვით ხდება გადარჩევა. წინასწარ იციან ხოლმე ვის აირჩევენ. ესენი შესაცვლელია. ყოველ შემთხვევაში ის ვარიანტი, რაც ახლა შემოთავაზებულია, ვფიქრობთ, პრობლემას არ გადაჭრის და შეიძლება, გააღრმავოს კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის იყოს ძალიან ფართო კონსენსუსი, რათა მერე ნდობა იყოს ამ სისტემის და კომისიების მიმართ. თუ ეს მხოლოდ რამდენიმე პარტიის შეთანხმებად დარჩება, რა თქმა უნდა, პროცესი ძალიან დაზიანება და საბოლოო ჯამში, არ იქნება ის, რაც უნდა გქვონდეს", - განაცხადა ნატროშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს