მიხეილ სარჯველაძე - თუკი წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება

თუკი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება, - ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.

"ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც დიდ წარმატებას ნებისმიერ სფეროში შესძლებს", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება.

არსებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა