არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება

არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება, რომელიც ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ გალდავა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" ბადრი ესებუას მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. სწორედ მან მიუტანა ესებუას თანხა, რომელსაც თავდამსხმელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა.

ამასთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამჟამად, პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს