ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე

დროებითი საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს “მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას რატომ არ უნდა ჩართვა, მათ უნდა ჰკითხონ.

“მინდა, რომ ჩაერთონ და მათთან ერთად დავამტკიცოთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები არჩევნებზე და რთული იქნება, ყველას ნაცვლად, იმ მტკიცებულების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს. ჩვენ გვყავდა წარმომადგენლები საბურთალოზე და ვნახეთ, როგორი მასშტაბის იყო დარღვევები და ოქმების გადაწერები. ამას დაემატა ოპოზიციის დანარჩენი პარტიების განცხადებები, რომ ყველგან ასეთი სიტუაცია იყო და არანაირი საფუძველი არ გვქონდა, მათ არ დავუჯეროთ, მაგრამ ვამბობთ, მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავამტკიცოთ. ის მტკიცებულებები მოიტანონ, რაც სასამართლოში შეიტანეს და სასამართლომ განხილვაზე უარი თქვა", - განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა