ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას" წევრები რუსეთის ყოფილი საელჩოდან საქართველოს პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას" წევრები რუსეთის ყოფილი საელჩოდან საქართველოს პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

ისინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ და ხელისუფლებას გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას. მისივე თქმით, შემდეგი აქცია შაბათს, ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა