ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ცესკო-ს თანამშრომლების ან თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ცესკო-ს თანამშრომლებისთვის ან თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა.

როგორც შარაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვადის ფარგლებში მათთვის უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დღეს მოქმედ წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, აქვთ ვადა და ამ ვადის ფარგლებში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ვადამდე შეწყვეტა მათი უფლებამოსილების. საკითხი იმასთან დაკავშირებით, შეუწყდება თუ არა ვინმეს ვადა, არ განხილულა“,- განაცხადა შარაბაძემ.

რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის გაფორმდა, შარაბაძე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერ საკითხზე სათანამშრომლოდ მზადაა.

„ჩვენ გავეცანით მემორანდუმის ტექსტს, შეკრების მონაწილეებს მოვახსენეთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ საკითხზე სათანამშრომლოდ. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული ხმის დამთველი მანქანებით პილოტირება გაკეთებული აქვს 2018-19 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისას და ყველა შედეგს, იქნება ეს საკანონმდებლო ბაზის, თუ ტექნიკური თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაცია გაუზიარებს სამუშაო ჯგუფს“,- განაცხადა შარაბიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

იხილეთ ვიდეო:ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ცესკო-ს თანამშრომლების ან თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო