გოჩა ლორთქიფანიძე - საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მოქალაქეების გატაცების თითოეული ფაქტი, 2018 წლის რუსეთ-საქართველოს მორიგი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის დამატებითი მტკიცებულებაა

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მოქალაქეების გატაცების თითოეული ფაქტი, 2018 წლის რუსეთ-საქართველოს მორიგი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის დამატებითი მტკიცებულებაა.

ასე უპასუხა მან პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვას, რომელიც საოკუპაციო ხაზის ირგვლის მოქალაქეების გატაცებებსა და მათ მიმართ ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

„საოკუპაციო ხაზის ირგვლივ იტაცებენ ადამიანებს. ყველა ასეთი შემთხვევა, ნებისმიერი ასეთი ფაქტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ქვეშ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, 2018 წლის ახალ, ყველაზე ბოლო საჩივარზე, მტკიცებულებას ამატებს. ეს ის საქმეა, რომელიც ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე. შესაბამისად, ყველა ეს ინციდენტი, მკვლელობა, გატაცება აძლიერებს 2018 წლის სახელმწიფოთაშორის საჩივარს. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საჩივრის ფარგლებშიც ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე გვქონდა სტრატეგია. სასამართლომ ადმინისტრაციული პრაქტიკა დაადგინა, დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონში ქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაცია ჩადის თუ მის მიერ კონტროლირებული სეპარატისტული დაჯგუფებები“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იხილეთ ვიდეო:გოჩა ლორთქიფანიძე - საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მოქალაქეების გატაცების თითოეული ფაქტი, 2018 წლის რუსეთ-საქართველოს მორიგი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის დამატებითი მტკიცებულებაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა