ლევან იოსელიანის განცხადებით, თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საარჩევნო სისტემის რეფორმა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის ცვლილების საკითხზე „პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია“.

„ეს ცვლილებები გულისხმობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. ეს რეფორმა გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ახალი თავმჯდომარე მგონი ყველა ვხვდებით, რომ თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება და გამოინახება ამის გაკეთების შესაძლებლობა. მათ შორის, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია ეს და არის მთლიანად ოპოზიციასთან ერთად შედგენილი“, - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს