ალეკო ელისაშვილი - თამარ ჟვანია ავტომატურად წავა, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება

საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა - ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილი ირწმუნება, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით არ ჩატარდება.

"მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება - უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე", - განაცხადა ელისაშვილმა.

მემორანდუმის ტექსტის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება 1 მარტამდე უნდა მოხდეს და 1 მაისამდე სამივე მოსმენა დასრულდეს. პარლამენტში დღეს პირველი სხდომა გამართა საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა.

იხილეთ ვიდეო:ალეკო ელისაშვილი - თამარ ჟვანია ავტომატურად წავა, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა