"სამართლიანი არჩევნების" იურისტის განცხადებით, ძირითადი საკითხი, რასაც წარმოდგენილი დოკუმენტი არ ითვალისწინებს, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული საკითხია

ძირითადი საკითხები, რომელსაც არ ითვალისწინებს წარმოდგენილი დოკუმენტი, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სამართლიანი არჩევნების" იურისტმა ნინო რიჟამაძემ პარლამენტში განუცხადა, რომელიც საარჩევნო რეფორმის შესახებ არსებულ სამუშაო ჯგუფის სხდომას ესწრებოდა.

მისი თქმით, დოკუმენტში ცვლილებები ეხებოდა წარმოდგენილ საკითხებს,როგორიცაა საარჩევნო დავები, ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და სხვა საკითხები.

"ვფიქრობ, რომ დოკუმენტთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შემოთავაზებულია ამ დოკუმენტით "სამართლიანი არჩევნები" წლებია მუშაობს და აქვს შესაბამისი რეკომენდაცია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე და განსაკუთრებით, ქვედა დონეზე საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო დავების უფრო ეფექტურად განხილვის ნაწილში და სხვა საკითხებთან, მათ შორის, ელექტრონული ხმის მიცემის წესებთან დაკავშირებით. ამ საკითხებთან მიმართებით დეტალურ, წერილობით მოსაზრებებს ჩვენ წარმოვადგენთ უკვე ამ დოკუმენტის სიღრმისეულად შესწავლით და გაანალიზების შემდგომ. ვფიქრობთ, რომ არსებობს საკითხები, რომელიც ასევე საჭიროებს რეფორმას და საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელსაც არ ეხება აღნიშნული დოკუმენტი. ძირითადი საკითხები,რომელსაც არ ითვალისიწინებს წარმოდგენილი დოკუმენტი, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული საკითხი, ასევე არ არის დეტალური ცვლილებების ხედვა, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და წინაასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართულობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების რეგულირებაც და დეტალური სამართლებრივი მოწესრიგება მნიშვნელოვანია", - განაცხადა რიჟამაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რას აპირებს "სამართლიანი არჩევნები" 8%-იან დისბალანსთან დაკავშირებით, რადგან მმართველი გუნდი აღნიშნულ ორგანიზაციას მოუწოდებს გამოაქვეყნოს და გაასაჯაროვოს უბნები.

"სამართლიანმა არჩევნებმა" პრესკონფერენციაზე,რომელიც ეხებოდა 8%-იან დისბალანსს, განაცხადა,რომ მზად არის ყველა დაინტერესებულ პირს გააცნოს აღნიშნული ოქმები ინტერესის შემთხვევაში და პასუხი დღესაც ეს არის. მისი საჯაროდ გამოქვეყნება სტანდარტებიდან გამომდინარე არ იგეგმება",- განაცხადა ნინო რიჟამაძემ..

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა