აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი - ის, რაც ხდება გელათში, ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე

ის, რაც ხდება გელათში, ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე, - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გელათში, დავითობის დღესასწაულზე განაცხადა.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გელათში წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ, იოანე გამრეკელმა აღავლინა.

მათ გელათში არსებულ პრობლემებზე ქადაგების დროსაც ისაუბრეს, მოგვიანებით კი მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გელათის მონასტერში არსებულ მდგომარეობას დღეს დეტალურად გაეცნობა.

“ყველას დანაშაული იმიტომ არის, რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ღირებულებების კულტურულ ძეგლზე თანაბრად ყველასია. უნდა ვიცოდეთ, როგორ შენდებოდა და რომ უნდა მოვლა- პატრონობა. დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე, იმიტომ, რომ ყველა საქმეს არც ფული აკეთებს და არც მეცნიერი, არამედ აკეთებს სიყვარული.

იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები ანგრევდნენ ტაძრებს, ეს ცოდვა არ განელდება, თუ მომავალმა თაობამ ეს არ შეაფასა და გამოასწორა.

რაც შეეხება მონასტრის მდგომარეობას, დროებითი გადახურვა ეს არის დროებითი მცდელობა, სრულად დამთავრებას სჭირდება სპეციალისტები და საქმის მცოდნეთა გუნდი. რადგან არის სხვადასხვა მიმართულება, აქედან გამომდინარე, დამნაშავე ერთი არაა, დამნაშავე ვართ ყველა, რადგან თავიდანვე არ ჩაიდო თანხა სპეციალისტების განათლებაში. ვაპირებთ, გავეცნოთ რა სამუშაოები გაკეთდა”,- განაცხადა მეუფე დავითმა.

მან ასევე ისაუბრა ტაძრის ეზოში არსებულ პრობლემებზე და განაცხადა, რომ ეზო ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა