ლევან თარხნიშვილი საარჩევნო რეფორმაზე - ეს არის კოსმეტიკური და არაფრისმომცემი ცვლილებები

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ცვლილებები კოსმეტიკური და არაფრისმომცემია, რადგან „მემორანდუმში გაწერილი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იმაზე უარესია, რაც დღეს არსებობს“. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში, არის საშუალება, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან.

„მარტივად ვთქვათ - ჩვენ რომ დადებითად ვუყურებდით ამ აზრს, ჩვენ მივიღებდით ამაში მონაწილეობას, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები, არაფრისმომცემი ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რაც იქ წერია, არის იმაზე უარესი, რაც დღეს გვაქვს, არ იცვლება საარჩევნო გარემო და ფაქტობრივად იქ მემორანდუმში რაც არის ჩამოწერილი, ამაზე „ევროპულმა საქართველომაც“ და მთლიანად ოპოზიციამაც ერთხელ უკვე უარი ვთქვით და ეს ვარიანტი არის იმის გაუარესებული ვარიანტი, რაზეც უარი ვთქვით. შესაბამისად, ეს ვერაფერს დადებითს ვერ მოიტანს. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში, არის საშუალება, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან. ყველაფერი დანარჩენი, არის კოსმეტიკა და თავის მოტყუება. შესაბამისად, თუ ამ პროცესში ჩაბმულ ადამიანებს უნდათ, რომ ამით დაკავდნენ, ეს მათი ნებაა, ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ, ჩვენი მოთხოვნები რჩება იგივე და ასევე ამ მოთხოვნების შესრულებამდე განვაგრძობთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ოღონდ არა გვარით და სახელებით ჩანაცვლებას, არამედ თვისობრივად ჩანაცვლებას. ეს ყველაფერი გაწერილი სახით არის და „ქართულ ოცნებას“ გადაეცა მესამე და მეოთხე რაუნდზე შესაბამისად და შეუძლიათ იხელმძღვანელონ ამით. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამის შეცვლას არ ვაპირებთ,“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა