სოსო ფხაკაძე - ვფიქრობთ, 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის, ისიც თანდათან გაუქმდეს

ვფიქრობთ, ჩვენ 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის, ისიც თანდათან გაუქმდეს, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ფხაკაძე აცხადებს, შეხვედრაზე იყო თხოვნა, რომ დაიცვან თანამშრომლების ჯანმრთელობა.

" ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ამაზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი 2 კვირის განმავლობაში. ასევე, კორონავირუსის ახალი შემთხვევების პარამეტრებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობთ, 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის ისიც თანდათან გაუქმდეს",-აცხადებს ფხაკაძე.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა