დავით სონღულაშვილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს ივა ჭყონიას და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევები და აქტუალური საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობასა და ურთიერთობების დარეგულირებას.

„კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებთან კომიტეტს აქტიური კომუნიკაცია ექნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)