სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა

ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა.

აღნიშნული წინადადებით სუბარი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

“ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება. საზოგადოებას ვეტყვით პასუხს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საჩივარი დაწერილი იყო ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ერთი და იგივე საჩივარი შეტანილი იყო ხუთი სხვადასხვა პირის მიერ, რათა რაოდენობა გაზრდილიყო - ეს მართლა ასეა თუ რეალურად საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და სასამართლომ არ მიიღო. საზოგადოებისთვის იმ არგუმენტების წარდგენა, თუ სად არის სიმართლე მარტივად შეიძლება. საგამოძიებო კომისიამ ესეც უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.

იხილეთ ვიდოე:სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, საგამოძიებო კომისიამ ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს