კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ბიზნესმა თხოვნით მიმართა, რომ “კომენდანტის საათმა” 2 საათით გადაიწიოს

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესმა თხოვნით მიმართა, რომ “კომენდანტის საათმა” 2 საათით გადაიწიოს.

როგორც კახა ხაზარაძემ პრემიერის და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულებისას განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროს გახსნაზე, მათ შორის, მთის კურორტების გახსნაზე, რაზეც განუცხადეს, რომ მათი გახსნა ეპიდვითარების მიხედვით, ეტაპობრივად მოხდება.

“შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობას მომავალში. თემა იყო კოვიდ პირობებში რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეიძლება იქნას მომავალში დამატებითი ინვესტიციები მოზიდული, რა სჭირდება ამისთვის ბიზნესს.

ვიკითხე, რეგულაციებზე, რაც დღეს მოქმედებს. იცით, რომ ბევრი სფერო გახსნილი არ არის, მათ შორის, მთის კურორტები, კვების სფერო და ასე შემდეგ. გვითხრეს, რომ როგორც კი სტაბილურობას შევინარჩუნებთ, ეტაპობრივად გავხსნითო, ციფრებზე არ ყოფილა საუბარი ,-აცხადებს ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა