ადვოკატი - ვასილ მახარაძემ თქვა სიმართლე და ასე იქნება ბოლომდე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის, ვასილ მახარაძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს სასამართლოს სწორი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მახარაძემ სასამართლოში გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება დაადასტურა.

„იმ ინფორმაციისგან განსხვავებული, რაც ვასილ მახარაძისგან ბრალდების მხარემ პირველივე დღეს მიიღო და რაც გამოკითხვის ოქმში იყო მითითებული, დღეს არაფერი მიუღია. ხაზგასმით ვაცხადებ, პროკურატურა ცდილობს სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს აბსოლუტურად ყველა ეპიზოდზე, რომელიც ამ საქმეზე გამოყოფილია. მჯერა, რომ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

ვასილ მახარაძემ თქვა სიმართლე და ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს