ზ.ხ.-ს ადვოკატი - ვასილ მახარაძემ ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს, გიორგი შაქარაშვილს 5 პირი მისდევდა, სცემეს და წყალში ჩააგდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მორაგბე ვასილ მახარაძემ დღევანდელი ჩვენებით პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენა.

როგორც გელხაური განმარტავს, ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ მასთან მანქანაში ზ.ხ. და ვახტანგ ჩიქოვანი ისხდნენ, დანარჩენი სამი ბრალდებული კი ე.წ. ფერად შენობასთან იყო.

„ვასილ მახარაძემ მართლმსაჯულებას და სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს, გიორგი შაქარაშვილს 5 პირი მისდევდა, სცემეს და წყალში ჩააგდეს. ვასილ მახარაძემ ნათლად და ცალსახად განმარტა, როცა ის მანქანასთან მოსაბრუნებლად მივიდა, მასთან ერთად ორი პირი - ზ.ხ. და ვახტანგ ჩიქოვანი იყვნენ. შესაბამისად, ვერსია, თითქოს, ეს პირები მისდევდნენ შაქარაშვილს და შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აბსურდია. დანარჩენი 3 პირი თუ სად იყო, ეს ნათლად განმარტა მახარაძემ და თქვა, რომ ისინი ფერად შენობასთან იყვნენ. ფერადი შენობის შემდეგ ვინმე სადმე წავიდა თუ არა, ეს მახარაძემ არ იცის. ეს არის ზუსტად ის გამამართლებელი მტკიცებულება, რომელიც დღეს დაცვის მხარემ წარმოადგინა სასამართლოს წინაშე და ზუსტად ამიტომ არ უნდოდა ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიიდან ვასილ მახარაძე გამოეძახებინა და მას სასამართლოსთვის რეალური გარემოება აღეწერა. ვინმემ ვინმე მოკლა თუ არა, ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია“, - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა