ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმა სიგიჟეა და ამით არაერთი უფლება ეზღუდება.

"დაახლოებით ორი თვე იქნება რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, - ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე გინდა თუ არა აქ იმუშაოო," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ოპოზიციური დეპუტატების განცხადებები, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა. 51-ვე დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება. პარლამენტარებმა თითოეული მათგანის განცხადებას ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და ყველა მათგანზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა