“საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება.

“საქართველოს ფოსტის” განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება.

შესაბამისად, „საქართველოს ფოსტა“ მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები უცხო პირებს/ვებ-გვერდებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა