ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულებაზე იმსჯელებენ

9 თებერვალს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაზე იმსჯელებენ.

აღნიშნულ საკითხზე ანგარიშით პარლამენტში მიწვეულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ხვალინდელ სხდომაზე ასევე გაიმართება ევროკავშირთან შეთანხმების განხორციელების საშუალოვადიანი - 2021-2023 წლების, სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა