სერგი კაპანაძე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე - ამაზე გაჩუმება და მიჩქმალვა კი არ არის სწორი რეაქცია, გამოსავალია მაქსიმალური ხმაური და ყურადღების მიქცევა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გახელაძის საქმესთან დაკავშირებით, სწორი რეაქცია გაჩუმება, მიჩქმალვა კი არ არის, პირიქით, აუცილებელია ხმაური და მაქსიმალური ყურადღების მიქცევა.

მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტები, რომ აღარ მოხდეს, საჭიროა ხელისუფლების აქტიური მოქმედება, რათა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა იცოდნენ, ასეთი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მკაცრი საერთაშორისო სანქციები დაუწესდებათ.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ პრევენცია ვერ მოახდინა, საჭიროა საერთაშორისო მეგობრების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. ბატონი გახელაძის შემთხვევა ზუსტი მაგალითია იმისა, როგორ აქტიურად უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, ვიდრე ასეთი ინციდენტები მოხდება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილები არიან, რომ დაიჭირონ ჩვენი მოქალაქეები, გაასამართლონ ისინი, აწამონ, რაღაცნაირად მათი უფლებები შელახონ, ამის მოტივაცია და სურვილი არ ჰქონდეთ.

სწორედ ამიტომ შევქმენით ჩვენი ინიციატივით, პარლამენტმა ამიტომ მიიღო თავის დროზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომ იცოდნენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ ასეთი ნაბიჯების შემთხვევაში ისინი ამ სიაში მოხვდებიან, სანქციების ქვეშ მოხვდებიან და ზოგადად მათი ცხოვრება გართულდება.

ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ სიისთვის არც მნიშვნელობა მიენიჭებინა, არც არავინ შეუყვანია შიგნით და არც საერთაშორისო ასპარეზზე შეუყვანია ეს ადამიანები საერთაშორისო სანქციების სიაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა პრევენცია ვერ მოახდინა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, პროცესში საერთაშორისო მეგობრები მაქსიმალურად ჩართული იყვნენ.

„ეს იქნება ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები, ეს იქნება ორმხრივი არხები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუ სხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების ბერკეტები. რაც მთავარია, ამაზე გაჩუმება და მიჩქმალვა კი არ არის სწორი რეაქცია, რასაც ახლა აკეთებდა სუს-ი და ხელისუფლება ბოლო კვირების და დღეების განმავლობაში, პირიქით, ამის გარეთ გატანა, მაქსიმალური ხმაური და მაქსიმალური ყურადღების მიქცევა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა