სერგი კაპანაძე - იმის გარკვევა, ვისი დამსახურება უფრო მეტად იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება, იაფი პოლიტიკანის საქციელია, რაც ყველაზე კარგი დახასიათებაა, რომელიც წულუკიანს შეიძლება მივცეთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ახლა იმის გარკვევა, თუ ვისი დამსახურებაა სტრასბურგის გადაწყვეტილება, უბრალოდ იაფი პოლიტიკური საქციელია, რაც წულუკიანის ყველაზე კარგი დახასიათებაა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, როგორც წინა ხელისუფლებამ, ასევე ამჟამინდელმა და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, გამარჯვება მიისაკუთრონ, მინიმუმ ვერ ხვდებიან, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ.

„გასაკვირი არ არის ქალბატონი წულუკიანის მორიგი ბოღმა განცხადება ისეთ საკითხზე, რომელიც პირიქით ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელზეც ყველა უნდა შევეცადოთ, რომ პოზიტიური კომენტარი დავაფიქსიროთ. ახლა იმის გარკვევა, ვისი დამსახურება უფრო მეტად იყო და ამის მიწერა თავის თავზე, არის უბრალოდ იაფი პოლიტიკანის საქციელი, რაც ყველაზე კარგი დახასიათებაა, რომელიც ქალბატონ წულუკიანს შეიძლება მივცეთ.

კიდევ ერთხელ, ეს საქმე თავის დროზე იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად ლომის წვლილი იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების დამსახურებაა. ყველა ამ ადამიანის დამსახურებაა და ყველას მადლობა ეკუთვნის, რომელმაც თავისი აგური დადო ამ დიდ გამარჯვებაზე. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტო თვითონ მიისაკუთრონ, როგორც მინიმუმ ვერ ხვდებიან რამდენამდ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად წაგებული ექნებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო