მაია ცქიტიშვილმა და დიეგო კოლასმა საფრანგეთის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა იმ პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც ფრანგული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ესაა ჭიათურის საბაგიროს პროექტი, რომელიც საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ამჟამად ტესტირების დასკვნით ფაზაშია. საბაგიროსთვის რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანია POMA-მ უზრუნველყო.

ხაშურში კი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტების განხორციელება იგეგმება.

ელჩის თქმით, ფრანგული კერძო კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და შესაბამის ტენდერებში მონაწილეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა