60 ათასი რუსთაველი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით, 7 795 ბენეფიციარის ნაცვლად, დღეიდან 60 000 ისარგებლებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავის მერიამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სოციალური პაკეტი, ქალაქის ავტოპარკის სრულად განახლებისა და ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად შეიმუშავა.

მათივე ინფორმაციით, დღემდე მოქმედი სოციალური პროგრამის თანახმად, მერია მგზავრობის საფასურს, სოციალურად დაუცველი ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს უფინანსებდა, ახალი პროგრამით კი სოციალურად დაუცველი ოჯახის ყველა წევრი ისარგებლბს.

„ახალი სოციალური პროგრამის მიხედვით, რუსთავის მერიის მიერ მგზავრობა სუბსიდირებული იქნება შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარისთვის: პენსიონერები ( 22 650 ბენეფიციარი), სოციალურად დაუცველები (10 000-მდე ბენეფიციარი), ვეტერანები ( 1500-მდე ბენეფიციარი), სკოლის მოსწავლეები ( 24 000 ბენფიციარი), სტუდენტები ( 4000 ბენეფიციარი), პედაგოგები ( 1200-მდე ბენეფიციარი), ბაგა-ბაღების თანამშრომლები ( 700-მდე ბენეფიციარი), რუსთავის პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, შშმ პირები, შშმ პირთა ცენტრის, სამუსიკო სკოლების, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა სრულიად უფასო იქნება ვეტერანებისთვის და შშმ პირებისთვის, 10 თეთრად შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას სოციალურად დაუცველები და მოსწავლეები, დანარჩენი ბენეფიციარებისთვის, კი ავტობუსით მგზავრობის საფასური 20 თეთრი იქნება.

მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობისას სტანდარტულ ტარიფს - 50 თეთრს გადაიხდიან სხვა კატეგორიის მგზავრები“, - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, რუსთავში შიდასაქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა, მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით დღეიდან განაახლა.

იხილეთ ვიდეო:60 ათასი რუსთაველი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა