"ლელოს" წევრები ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი აცხადებენ, რომ "დაუმორჩილებლობის აქციაში" მონაწილეობის შემდეგ, „კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, დააჯარიმეს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო დამაჯარიმეს.

„დამირეკეს და ხვალ პოლიციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ“, - წერს კუპრაძე „ფეისბუქზე“.

მისივე განცხადებით, ასეთი განხილვის პრეცედენტი ადმინისტრაციულ ჯარიმაზე არ ახსენდება.

მსგავსი შინაარსის განცხადებას აქვეყნებს პარტიის კიდევ ერთი წევრი თაზო დათუნაშვილი.

„დამირეკეს საპატრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის დამაჯარიმეს 2000 ლარით. აი, ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება !!! ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე !!! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს!!!“, - წერს დათუნაშვილი "ფეისბუქზე".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა