თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხანძარია. იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 12 ეკიპაჟია მობილიზებული.
უწყების ინფორმაციით, დაშავებული არ არის.