თენგიზ ცერცვაძე - შესაძლოა, „ასტრაზენეკა“ რომელიღაც რისკ - ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის - თუ ჩვენთან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა, ამაში მხოლოდ კარგს ვხედავ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო 214 000 ვაქცინის დოზა უნდა მიიღოს, თუმცა ეს აუცილებლად „ასტრაზენეკა“ იქნება, თუ არა უცნობია. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დამტკიცებული არაა, რომ 55 წლის ზემოთ „ასტრაზენეკას“ ეფექტი არ აქვს.

„პირველი ნამდვილად „ფაიზერი“ იქნება, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. შემდეგ, ვიცი, რომ 214 000 დოზა უნდა მივიღოთ. მე არ ვიცი ზუსტად, ეს აუცილებლად "ასტრაზენეკა" იქნება, თუ არა, თუმცა ლაპარაკი "ასტრაზენეკაზე" იყო. ისიც რომ 55 წლის ზემოთ ვერ აჩვენა ეფექტი, თუ მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ესეც ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული დებულება არაა, ამაზე მხოლოდ სხვადასხვა წყაროები საუბრობენ. ასე რომ, დაველოდოთ, ფაქტია, რომ „ასტრაზენეკა“ ერთ-ერთი საუკეთესოა პირველ სამ ვაქცინას შორის. მიღებული აქვს მკაცრი მარეგულირებლის ნებართვა, რეკომენდაცია და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება ქვეყნისთვის იქნება ძალიან სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი. შესაძლოა, ის რომელიღაც რისკ - ჯგუფებისთვის ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს, გამოვიყენებთ სხვა რისკ-ჯგუფებისთვის. თუ ჩვენთან შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამაში მხოლოდ კარგს ვხედავ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა