დავით სონღულაშვილი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან მედეა ჯანიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. დავით სონღულაშვილმა ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე ინფორმაცია მოისმინა. განიხილეს ტურიზმის ადმინისტრაციის სტრატეგია 2025 წლისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებაზე და ამ კუთხით პრესის და ინფორმაციული, ასევე აგრო ტურების გამართვის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა მომავალში მჭიდრო და ეფექტიანი მუშაობისთვის სრული მზადყოფნა დააფიქსირეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა