მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის - გახარიას შემცვლელზე საუბარი მოგონილი ამბავია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შემცვლელზე საუბარი მედიის მიერ მოგონილი ამბავია.

"ჩვენ წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ უდიდესი სპეკულაციები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დიდი ბოდიში ყველასთან, თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, უბრალოდ სტუდიაში ჭორაობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რადგან გახარია არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ სხდომას, ამიტომ ეს იყო ერთადერთ არგუმენტად მოტანილი შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, იმ ტელევიზიის და კონკრეტული რადიკალური პარტიების სამწუხაროდ, საბედნიეროდ, ძალიან კარგია ის, რომ ჩვენთან არანაირი დაპირისპირება არ არის. დღესაც არ იყო გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ სხვა თემებზე გვქონდა საუბარი. შესაბამისად ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია გვაქვს და დამატებით ინფორმაციას არ საჭიროებდა. გახარიას შემცვლელზე საუბარი არის თქვენს მიერ მოგონილი ამბავი, რომლითაც საზოგადოებას ატყუებთ. პირდაპირი და ძალიან ბინძური სპეკულაცია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის. ყველას კარგად ესმის იმ გამოწვევის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არსებობს. ჩვენ ისედაც არ გვქონდა არანირი პრობლემა ურთიერთობებში, თან ერთმანეთთან მიმართებით და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვითავისებთ და ვიაზრებთ“,-განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს