მამუკა მდინარაძე ზურაბ ჯაფარიძის სარჩელზე - დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოც იგივეს იტყვის, რადგან არის კონკრეტული სამართლებრივი თემები, რაზეც ორი აზრი ვერ იარსებებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ სარჩელთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც მან აღნიშნა, ის ამ ნაბიჯს მიესალმება.

„მივესალმებით ამ ნაბიჯს, იქედან გამომდინარე, რომ მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების, გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“, არ სჯერათ ჩვენი. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასააჩივრეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის, იქედან გამომდინარე, რომ არის კონკრეტული სამართლებრივი თემები, რაზეც ვფქრობ, ორი აზრი ვერ იარსებებს. დისკრეცია არის დისკრეცია საქართველოს პარლამენტის, რომელსაც შეუძლია მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმა სიგიჟეა და ამით არაერთი უფლება ეზღუდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო