მამუკა მდინარაძე - ელისაშვილი და იოსელიანი მძიმე შეცდომას უშვებენ - სულ რომ წინათგრძნობა და ხილვა გქონდეს, არ შეიძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არჩეული თანამდებობის პირია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია “მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი „შეცდომას უშვებენ“, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობენ და ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შეცვლას მოითხოვენ.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო რეფორმა იქნება იდენტური, როგორც ეს ეუთო/ოდირმა თავის რეკომენდაციებში მიუთითა.

„ვფიქრობ, როგორც ბატონი ელისაშვილი, ასევე ბატონი იოსელიანი მძიმე შეცდომას უშვებენ. ისინი ერთი მხრივ, საუბრობენ დემოკრატიის, სამართლებრივ პრინციპებზე, ხოლო მეორე მხრივ, კონრეტულ გვარს ახსენებენ, როდესაც ვინმეს გარეშე ან ვინმესთან ერთად არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ. როდესაც გარკვეული ვადით არის კონკრეტული ადამიანი არჩეული და მისი თანამდებობა არის არჩევითი, სულ რომ რაღაც წინათგრძნობა გქონდეს და ხილვა გქონდეს, არ შეიძლება ეს ნამდვილი გეგონოს და გჯეროდეს შენი წინათგრძნობის, ხილვების. არ შეძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არის არჩეული თანამდებობის პირი. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, ვთანხმდებით, მემორანდუმსაც ხელი მოვაწერეთ და ნორმებშიც აისახება პრინციპი იმის შესახებ, რომ ცესკო-ს დონეზე, ვგულისხმობ საუბნო და საოლქო დონეზეც დაკომპლექტების წესი შეიცვლება. ის იქნება იდენტური, როგორც ეს მიგვითითა ეუთო/ოდირმა თავის რეკომენდაციებში თავის დროზე. იქ საუბარი იყო პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებაზე და ამაზეც ვიმსჯელებთ. ჩვენი პოზიცია არის, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი იყოს. თუ სხვა აზრი გაჩნდება, ბუნებრივია, ამასაც განვიხილავთ. დღესაც იყო რაღაც მსგავსი, თუმცა მგონია, რომ საბოლოოდ მაინც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებაზე მივდივართ“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით არ ჩატარდება.

"მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება - უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე", - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა