სარემონტო მასალების ფასდაკლებით და კომფორტულად შესაძენად ქართული აპლიკაცია შეიქმნა

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდმა, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „მიჰაუსმა“ მომხმარებელს განსაკუთრებული სიახლე, მობილური აპლიკაცია შესთავაზა. აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია, რომ 12 000 კვ. მ.–ზე განთავსებული 60 000 დასახელების შეთავაზებიდან სასურველი პროდუქტი მარტივად შეარჩიოს, შეადაროს ერთმანეთს, გამოითვალოს საბოლოო ღირებულება. მისი საშუალებით ფასდაკლებული პროდუქტების ცალკე კატეგორიაში დათვალიერებაც შესაძლებელია. საბოლოოდ, აპლიკაციის მიზანია, რომ რემონტი სრულყოფილი სიამოვნება გახდეს და სარემონტო მასალების შერჩევის პროცესით გამოწვეულმა პრობლემებმა შედეგით მიღებული სიამოვნება არ შეამციროს.

აპლიკაცია მაღალტექნოლოგიურია, რაც მის მოხმარებას მარტივს, ხოლო ჰიპერმარკეტში სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენას მოსახერხებელს ხდის. ახლა წარმოგიდგენთ აპლიკაციის რამდენიმე ფუნქციას, რომლის საშუალებითაც ზუსტად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს და მაქსიმალურ ფასდაკლებას მარტივად მიიღებთ.

სარემონტო და სამშენებლო მასალების ერთ კალათაში თავმოყრა და მათი ღირებულების ერთად წარმოდგენა მარტივი ნამდვილად არ არის. მომხმარებლებს ხშირად გამომთვლელით უწევთ ღირებულების დაანგარიშება და ჯამის გამოყვანა, რომ საერთო ბიუჯეტს არ გადააჭარბონ. ჰიპერმარკეტის აპლიკაციით კი თქვენ კალათში მოათავსებთ სასურველ ნივთებს და მუდმივ რეჟიმში შეძლებთ ფასის კონტროლს. შეგიძლიათ, კალათა ჰიპერმარკეტშივე შექმნათ ან წინასწარ სახლში მოემზადეოთ, მიიღოთ რჩევები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან და შემდეგ წახვიდეთ „მიჰაუსში“ უკვე მოფიქრებული კალათით და მარტივად მოაგროვოთ თქვენთვის სასურველი ნივთები.

„მიჰაუსი“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ის ჰიპერმარკეტია, რომელიც მომხმარებელს მუდმივად ფასდაკლებებს სთავაზობს. აპლიკაციაში კი შეგიძლიათ ცალკე დაათვალიეროთ ფასდაკლებული პროდუქცია, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და 12 000 კვ.მ. სივრცეში სათითაოდ არ ეძებოთ სხვადასხვა კატეგორიის ფასდაკლებული პროდუქცია. საბოლოოდ ეს ფუნქცია შესაძლებლობას გაძლევთ, რომ უფრო მეტი ფასდაკლებით უფრო მარტივად ისარგებლოთ.

ალბათ, ხშრად ყოფლხართ სიტუაციაში, როდესაც ჰიპერმარკეტში ნივთი ნახეთ, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ და ვერ იგებთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს. „მიჰაუსის“ აპლიკაცია ამჯერადაც დაგეხმარებათ. მასში ჩაშენებული QR სკანერის მეშვეობით შეძლებთ თქვენთვის სასურველი პროდუქტის კოდი დაასკანეროთ და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია მის შესახებ.

მომხმარებელი აპლიკაციის საშუალებით იღებს დეტალურ ინფორმაციას პროდუქციის შესახებ, თუმცა რიგ შემთხვევაში მას მაინც სჭირდება კვალიფიცური კონსულტანტის რჩევა. ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტში კონსულტანტი რომ არ ეძებოთ, შეგიძლიათ ის აპლიკაციის საშუალებით გამოიძახოთ. მიუთითეთ, რომელ პროდუქტთან გჭირდებათ დახმარება და აპლიკაცია მითითებული კატეგორიის საუკეთესო კონსულტანტს ავტომატურად იპოვის.

მას შემდეგ რაც აპლიკაციის საშუალებით შეარჩევთ სასურველ პროდუქციას ისე, რომ დაზოგავთ დროს, ენერგიას და ფინანსებს, შეგიძლიათ შეკვეთა წინასწარ გააფორმოთ აპლიკაციიდანვე და ამით შენაძენი კიდევ უფრო კომფორტული გახადოთ.

მობილური აპლიკაცია არ არის ერთადერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც „მიჰაუსმა“ მომხმარებელს შესთავაზა. ჰიპერმარკეტის სხვა შეთავაზებებს შორისაა: „მიჰაუსის“ წარმომადგენლის დისტანციური კონსულტაცია, ინტერიერის დიზაინის მომზადება დისტანციურად, რემონტის გზამკვლვევი, დიზაინერის ბლოგი და სარემონტო და სამშენებლო მასალების სახლის კარამდე მიტანის სერვისი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა