ლევან თარხნიშვილი - ვერავითარი ნულპროცენტიანი ბარიერი საქმეს ვერ უშველის, „ოცნებამ“ უნდა განაცხადოს, როდის დასრულდება ეს „კლოუნადა“

„ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე შეეშვება მაიმუნობას და „კლოუნადას“, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დაანონსებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა და ის ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, შესაბამისად, ოპოზიცია ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

თარხნიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები, რომელიც მათ შორის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, უცვლელია.

„ქართული ოცნება“ ვერაფრით ჩამოყალიბდა რა უნდა, რადგან ერთი მხრივ, მისი ლიდერები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ, მერე მხრივ, იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში. რეალობა სულ სხვაა- ქვეყანა ღრმა კრიზისში იმყოფება, ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტალურ ცვლილებებს, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ ადმინისტრაციას, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა ვერავითარი ნულპროცენტიანი ბარიერი, კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც „ევროპული საქართველო“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, „ქართული ოცნება“ კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადს, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის.

ჩვენი პოზიცია უკვე დაფიქსირებულია და რატომ არ იხილავს განცხადებებს, ეს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განუცხადოს საზოგადოებას და ასევე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განაცხადოს, როდის დასრულდება ეს „კლოუნადა“. ჩვენ სათქმელი არ მხრივ არაფერი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნები იგივეა,“- განაცხადა თარხნიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს