მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდენენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ლევან ქარუმიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდენენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნა. კომიტეტის თავმჯდომარემ ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. გამოითქვა მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, დარგობრივი და ხალხთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას და ევროინტეგრაციის კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარებას.

„კომიტეტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს დეტალურად გააცნო საქართველოს გეგმები 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტებს და ამ კუთხით, საქართველოს მოლოდინებს. თავის მხრივ, რიინა კალიურანდმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ორიენტირებული ხელშესახები შედეგების მიღწევა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ კონსენსუსი მიიღწევა და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო