ანა ნაცვლიშვილი - თუ ქვეყანა რეალურად არ გაიხსნება და გახსნა დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში

თუ ქვეყანა რეალურად არ გაიხსნება და გახსნა დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ საზოგადოების შეკრება ეპიდაფეთქებას გამოიწვევს, არასერიოზულია.

„ვფიქრობ, ის წესები, რომელიც დადგენილია უნდა იქნეს შესრულებული, იქნება ეს პირბადე თუ მაქსიმალური მცდელობა, ადამიანებს შორის იყოს დაცული დისტანცია. დანარჩენი თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არ არის შეკრების და გამოხატვის, ასევე მანიფესტაციის უფლება შეზღუდული, ანუ თვითონ კანონი არ აწესებს და არც სახელმწიფო უწესებს მოქალაქეებს შეზღუდვას. ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ შეკრება ეპიდაფეთქებას გამოიწვევს, არასერიოზულია. მაშინ ხელისუფლებამ ეს უნდა დაასაბუთოს. არა ისე, როგორც ამას აკეთებს დახურულ კარს მიღმა, კაციშვილმა რომ არ იცის, რომელ კანონს ეყრდნობიან, არამედ დაასაბუთოს, რატომ არ შეიძლება ახლა შეკრება, დაასაბუთოს ის კანონით და შეცვალოს კანონი. ასეთ ვითარებაში, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი, მათ შორის, გამოხატოს პროტესტი ამ რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც გაცდენილია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოს. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თუ ქვეყანა არ გაიხსნება და ეს გახსნა არ იქნება რეალური, დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელისუფლება და ვერ შეძლებს ის გადააბრალოს ერთი კონკრეტული დარგის სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში ექიმებს; პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა