ანა ნაცვლიშვილი - "ლელო" მოითხოვს სახელმწიფოს მიერ გასაჯაროვდეს კოვიდვაქცინის ქვეყანაში შემოტანის თაობაზე მიმოწერა, თუ შეეცდებიან ინფორმაციის დაფარვას, სამართალწარმოებას დავიწყებთ

"ლელო" კანონის საფუძველზე მოითხოვს სახელმწიფოს მიერ გასაჯაროვდეს მიმოწერა კოვიდვაქცინის ქვეყანაში შემოტანის თაობაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ, რა ოფიციალური მიმოწერა აწარმოა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა გვქონდეს.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის რასაც ხელისუფლება აკეთებს არ არის პანდემიის მართვა. ჩაკეტო ყველა და დატოვო სახლში ან მერე უცებ, როდესაც საზოგადოებრივი ტემპერატურა აიწევს, თქვა, რომ კარგი ახლა გავხსნი ქვეყანას ოღონდ ნუ იქნება „ბუნტი“, ეს არ არის პანდემიის მართვა. პანდემიის მართვა არის ორი საკითხის გადაწყვეტა ძალიან ეფექტურად, პირველი: მხოლოდ აუცილებელი, გონივრული და პროპორციული დატოვება და მათი აღსრულების სამართლიანი კონტროლი ხელისუფლების მხრიდან, რაც უნდა გააკეთონ და მეორე, სასწრაფოდ ვაქცინაციის დაწყება. სხვა შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით გახსნა-დაკეტვის, ტალღის აწევის- დაწევის რეჟიმში და ქვეყანა უზარმაზარ დანაკარგებს ხედავს უკვე. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და მოვთხოვო კანონის შესრულება კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.

დღეს მე მივმართავ ყველა ოფიციალურ უწყებას, კანონით მონიჭებულ უფლებას გამოვიყენებ და მოვითხოვ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ყველა ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროებას ვაქცინასთან დაკავშირებით. რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ, რა ოფიციალური მიმოწერა აწარმოა იმისათვის, რომ გვქონდეს ვაქცინა. კანონით ჩვენ გვაქვს ამ ინფორმაციის უფლება. დღეს მე ვაგზავნი წერილებს ყველა შესაბამის უწყებაში მათ აქვთ ათ დღიანი ვადა, რომ ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს. იმ შემთხვევაში თუ შეეცდებიან ინფორმაციის დაფარვას დავიწყებთ სამართალწარმოებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა