ლევან თარხნიშვილი - სად შევა ელისაშვილი და „გირჩის“ დარჩენილი ნაწილი, ნაკლებად საინტერესოა, რადგან ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, ფაქტობრივად ერთიანდება „ოცნებაში“

ასობით საჩივარი, რომელიც ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა სასამართლოში შეიტანა, გამოქვეყნდა, საგამოძიებო კომისიას თუ მართლა აინტერესებს სიმართლის გარკვევა, შეუძლია განიხილოს ეს დოკუმენტები და დაადგინოს სიმართლე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ და დანარჩენ ოპოზიციას არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი სიმართლის გარკვევაა, შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებენ.

„ევროპულმა საქართველომ“, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ისევე როგორც არასამთავრობო სექტორმა შეიტანა ასობით საჩივარი, რომელიც საერთოდ არ განიხილეს და იქ დაფიქსირებული იყო კონკრეტული დარღვევები, ეს დარღვევები ეხებოდა არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესს, შემდეგ ეს დარღვევები გადავიდა სასამართლოში, იქაც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ეს დოკუმენტები არსებობს, გამოქვეყნდა, არის ღია სივრცეში და ამ კომისიას თუ მართლა აინტერესებს სიმართლის გარკვევა, შეუძლია მიმართოს ამ დოკუმენტებს, განიხილოს და დაადგინოს სიმართლე. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს სიმართლე, რეალობის გამორკვევა, ერთადერთი რაც აინტერესებს, არის ხელისუფლების შენარჩუნება. სწორედ ამის გამო, რომ ამ კომისიის არ გვჯერა და იმის გამო, რომ უარს ვაცხადებთ ზოგადად საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, არც „ევროპული საქართველო“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიები არ იღებენ ამ კომისიაში მონაწილეობას და მიგვაჩნია, რომ იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ვართ, შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნებით და სხვა არაფრით. რას დათანხმდა ბატონი ელისაშვილი, მაგალითად, არავინ იცის, სად შევა ელისაშვილი და „გირჩის“ დარჩენილი ნაწილი, ნაკლებად საინტერესოა, რადგან ის ადამიანები, ვინც შევა და შევიდა უკვე პარლამენტში, ფაქტობრივად ერთიანდება „ქართულ ოცნებაში“ და შესაბამისად, ვერ განიხილება ვერ ოპოზიციად და ვერც სხვა აზრის მატარებლად. რას გააკეთებენ ეს ადამიანები და რით გაამართლებენ თავის ამ ნაბიჯს მათი გადასაწყვეტია, შეიძლება თქვან, რომ იარაღის ტარება უნდათ, შეიძლება თქვან, რომ გამაოგნებელ რეფორმებს ატარებენ, შეიძლება თქვან, რომ ნულოვანი ბარიერი აინტერესებთ, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენთვის ეს ადამიანები როგორც პოლიტიკოსები საინტერესოები არ არიან, გვაქვს ჩვენი გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს