შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის განცხადებით, ის სასამართლოს მისი ძმის ტელეფონიდან წაშლილ ინფორმაციაზე მისცემს ჩვენებას

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის, ვახო რევაზიშვილის განცხადებით, ის სასამართლოს მისი ძმის ტელეფონიდან წაშლილ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას.

როგორც რევაზიშვილი განმარტავს, გამოძიებამ ნიკოლოზ რევაზიშვილს გუგლიდან გადაადგილებები წაუშალა, რითაც დადასტურდებოდა, რომ მას გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ გადაუღობავს და ხიდს ქვემოთ არ ჩასულა.

"პირველ რიგში, გუგლის გაადგილების მიმართულებების შესახებ ვისაუბრებ, პროკურატურამ, გამომძიებლებმა მთავარი მტკიცებულება წაშალეს და შემდეგ შეთხზეს რაღაც ვერსია. როცა საუბარი დაიწყო იმის შესახებ, რომ ბრალდებულები ხიდს ქვემოთ ჩავიდნენ, ალყა შემოარტყეს, ადვოკატმა განაცხადა, რომ გუგლმეპის საშუალებით შესაძლებელი იყო გადაადგილება აღდგენილიყო. ჩემმა ძმამ გუგლის პაროლი მოგვაწოდა, როცა იქ შევედი, დამიწერა, რომ 17 დღის წინ პაროლი შეცვალეს, ანუ ზუსტად იმ დღეს, როცა ჩემ ძმასთან გამომძიებელი იყო შესული და საკუთარი ტელეფონის პაროლი გადასცა. როცა გუგლში შევედი, გადაადგილებები წაშლილი იყო, მათ შორის, შეტყობინებები. დავადგინეთ თუ საიდან იყო წაშლილი და ეს დიღმის ტერიტორიიდან მოხდა",- განაცხადა რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა