ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება პროცესში ჩაერთოს ევროპარლამენტარების მისია, როგორც შუამავალი და მათთან ერთად მოინახოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან

პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, არსებული პოლიტიკური ვითარების გამოსწორების მიზნით, ოპოზიციამ უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება პროცესში ჩაერთოს ევროპარლამენტარების მისია ოფიციალურად, როგორც შუამავალი და მათთან ერთად მოინახოს გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. როგორც ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ალბათ, ეს არის ევროპული გზა და არა ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომა, რადგან ქვეყნისთვის სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის არის, ამ ეტაპზე, ჩიხშია.

„ძირითადი ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ყველა იმ ცვლილებას, რომელიც მათ მოთხოვნაშია წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ არ აღიარებს ამ მოთხოვნებს და თავისი გზა აიჩია ე.წ. ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად, როლებიც პარლამენტში შევიდნენ „ევროპელი სოციალისტების“ და „მოქალაქეების“ სახით. ამას აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებიც აღიარებენ, რომელებმაც საკუთარ თავზე აიღეს შუამავლის როლი. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს გარეშუამავლობა, ჩარევა უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე უფრო მისაღები და ქვეყნისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე შეშინება ოპოზიციის მხრიდან, რომ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ დასჯის და „ქართული ოცნების“ ჯიუტი პოზიცია, რომ საერთაშორისო მეგობრობა არ აღიარებს ამ პოლიტიკურ კრიზისს და პრობლემა მოგვარებულია. ამიტომ, აქ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პრეცედენტი. თუ ვსაუბრობთ ვადამდელი არჩევნების პრესპექტივაზე, თუ რითი არის საინტერესო სერბული სცენარი, სწორედ ამ სიტუაციაში ევროპარლამენტარებმა აიღეს ეს პოლიტიკური მისია და მისცეს თავისი მნიშვნელობა, იმაზე მეტი პოლიტიკური წონა, ვიდრე ელჩებს. ოპოზიციამ სწორედ ამაზე იფიქროს, ამ თვალსაზრისით, როგორ შეიძლება ჩაერთოს ევროპარლამენტარების მისია ოფიციალურად, როგორც შუამავალი და მათთან ერთად მოინახოს გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვფიქრობ, ეს არის ევროპული გზა და არა ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომა, რადგან ქვეყნისთვის სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო“, -განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აქ, არ არის საუბარი ზეწოლაზე, არამედ საუბარია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მზაობაზე, განწყობაზე, პირველ რიგში, აშშ-ს და ევროკავშირის, ევროპარლამენტარების, რომლებიც საქართველოს თემატიკაზე აქტიურად მუშაობენ.

„როგორც სერბეთის მაგალითშია, სწორედ ისინი ჩაერთონ, როგორც პოლიტიკური შუამავლები, რომლებსაც მანდატი აქვთ ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდან. ამ მიმართულებით უნდა იყოს მუშაობა, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, შუამავლობის გარეშე პოლიტიკური ძალები, „ქართული ოცნება“ და ძირითადი ოპოზიციური ძალა, რომლებიც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე 2020 წლის არჩევნების არალეგიტიმურობის კონტექსტით, სხვა გამოსავალს ვერ იპოვნიან. ამიტომ, ეს იქნება მოწოდება, თხოვნა, თუ ჩართულობა, ნებისმიერ შემთხვევაში აქ საუბარია შუამავლობაზე, რომელსაც მეტი პოლიტიკური წონა აქვს და რომელსაც „ქართული ოცნება“ აღიქვამს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა