თამარ გაბუნია - 18 000 ტესტიდან ინფიცირების 800 დადასტურებული შემთხვევა  უკვე არის აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ

18 000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, ამ ეტაპზე კლინიკური ნაწილი არ არის დატვირთული.

„დღეს 800-ზე მეტი შემთხვევა იყო დადასტურებული, კლინიკური ნაწილიც ამ დროისთვის არ არის დატვირთული. 2149 პაციენტი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას ამ ეტაპზე, 137 იმყოფება შეფასების პროცესში, მათ შორის 480 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 127 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირებების რაოდენობა გუშინ იყო 18000-ზე მეტი და 18000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ და დადებითობის მაჩვენებელიც ნარჩუნდება - როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4%-ს ქვემოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა