სულხან სალაძე - ცოტა რთული დასაჯერებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორ შეიძლება ბარიერის დაბლა დაწევა

იურისტი სულხან სალაძის შეფასებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბარიერის დაწევა შეუძლებელია. როგორც სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც პარლამენტში დეპუტატთა საჭირო რაოდენობა იქნება წარმოდგენილი.

„ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ამომრჩევლის განწყობას წარმომადგენლობით ორგანოში, იქნება ეს თვითმმართველობის დონეზე საკრებულო, თუ პარლამენტი. გამართული საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისთვს, რომ პროცესები, სწორედ პარლამენტში მიმდინარეობდეს და არა გარეთ. ხშირად ამ პროცესების გარეთ დატოვებას სწორედ გაუმართავი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ისეთი სისტემის შემოტანა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ამომრჩევლის განწყობას მანდატებში, ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ ამ ეტაპზე, ცოტა რთული დასაჯერებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, როგორ შეიძლება ბარიერის დაბლა დაწევა იმის გათვალისწინებნით, რომ ამ დროისთვის არ არის პარლამენტში იმდენი დეპუტატი წარმოდგენილი. მანდატები არ არის შეწყვეტილი კონკრეტული დეპუტატებისთვის, მაგრამ რეალურად, თუ იმას შევხედავთ, ვინც არის პარლამენტში, არ არის საკმარისი რაოდენობა, რომ ერთი მოწვევის პარლამენტის საშუალებით შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ფაქტია ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას. პირველი არის საარჩევნო სისტემა, რომელიც უნდა იყოს გამართული და მეორე არის ის, რომ საარჩევნო კომისიების მიმართ უნდა გაიზარდოს ნდობა. ამ ორი საკითხის გარეშე, სხვა ყველაფერი დარჩება დავის და დისკუსიის საგანი“, - განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, სალაძის თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის გარეშეც შეეძლო.

„საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და გლობალური შეთანხმებები საჭიროებს დიდ პოლიტიკურ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. დრო გვაჩვენებს რომელი პოზიციაა სწორი, ის, რომ არ მონაწილეობენ ამ პროცესში, თუ ის, რომ შესულიყვნენ და ამ პროცესში ჩართულიყვნენ. თეორიულად თუ შევხედავთ, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა პარლამენტში შესვლის გარეშეც შეიძლება, წარმომადგენლობის განხორციელების დონეზე. მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საერთოდ არ არიან პარლამენტის წევრები, მაგრამ წარმოდგენილი არიან ამ სამუშაო ჯგუფში. შესაძლებელია პოლიტიკური გაერთიანებები არ შესულიყვნენ, მაგრამ მონაწილეობა მიეღოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ახლა ამბობენ, რომ ცუდია, მიუღებელია და კოსმეტიკური ცვლილებებია, რომელიც ვერაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ რას აკეთებენ საიმისოდ, რომ კოსმეტიკური ცვლილებები კი არ იყოს, პოზიციების ადვოკატირება ხდებოდეს? მოგვწონს თუ არა, რეალობა არის ის, რომ დღეს არის პარლამენტი და გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს“, - განაცხადა სალაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ. მდინარაძის თქმითვე, მათ ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-ის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა