ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით წინადადებაზე მმართველი გუნდი ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით წინადადებაზე მმართველი გუნდი ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ამ საკითხზე დისკუსიის მომხრე პარტიები და თუ რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია თანახმა არ იქნება, ეს ოპოზიციაში გაურკვევლობას შეიტანს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დისკუსიისთვის მზადაა.

"ველოდებით კონკრეტულ პასუხებს, როგორ წარმოუდგენიათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე მსჯელობა. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ინტერესებს და თუ ოპოზიციურ ჯგუფებში არიან და ფაქტია, რომ არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ დისკუსია, ვფიქრობ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ მათ ინტერესებს. თუ ამას არ აკეთებენ, ეს აჩენს უკვე ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანს და შეაქვს გაურკვევლობა. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გამოიძებნება და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ. ამისთვის ვხსნით დისკუსიას, რომ ერთად ჩამოვყალიბდეთ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამისთვის მზად ვართ, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს ოპოზიციური ჯგუფებიდან, რომ ერთი მხრივ, პატივისცემით მოეკიდებიან ამ შეთავაზებას და შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას და ამით პატივს სცემენ ამ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არსებულ აზრს, რომ მზად არიან, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში გადავიდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა