ანრი ოხანაშვილი - 51 დეპუტატისთვის მანდატის შენარჩუნების გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისია - ჩვენ ამ პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში დავიცავთ

51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შენარჩუნების გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისია და პოლიტიკურ-სამართლებრივად არის სწორი - ჩვენ ამ პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში დავიცავთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პარლამენტი სხვა შემთხვევაში, სხვა განხილვის საგანია.

„ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არის საქართველოს კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისი. თავისთავად, ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება და სრულად იზიარებს სულისკვეთებას, რაც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. თუკი ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის პოზიციის დაცვა მოგვიწევს, დავიცავთ პოზიციას და გვექნება არგუმენტები, თუ რატომ არის პარლამენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რატომ არის პოლიტიკურად და სამართლებრივად სწორი. გადაწყვეტილება კონსტიტუციურად სწორია და პოლიტიკურ-სამართლებრივად არის სწორი", - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს პარლამენტის 2 თებერვლის კენჭისყრის შედეგების გასაჩივრებას, როცა დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მათ უფლებამოსილება არ შეუწყდათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს