ამირან გამყრელიძე - თუ ეს ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდება, დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯებიც გადაიდგება. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ყველა რეგიონს შორის აჭარა გამოირჩევა შედარებით უკეთესის ეპიდვითარების მაჩვენებლებით.

მისი თქმით, აჭარაში დღეს, დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2%.

„თავიდან როდესაც თებერვალში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება ყველაზე მეტად აჭარაში შემსუბუქდა. დაკვირვება მიმდინარეობს, რა თქმაუნდა, თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება“, - განაცხადა გამყრელიძემ..

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს