ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

8 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს შეხვდა, სადაც მთავარი თემა ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევები იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნას და დღეს დამოუკიდებლად მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, აღნიშნულ სამინისტროზე დაქვემდებარებას.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ახალგაზრდული სექტორი, ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც განპირობებულია სფეროს ირგვლივ არსებული მუდმივი ცვლილებებით, ჩვენი, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების არგუმენტები კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს, თუმცა არც ის ღირებული დასაბუთება წარმოგვიდგინეს იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევენ ამ გადაწყვეტილებას მართებულად. ამ ეტაპზე კომიტეტმა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა და მოგვცა მიმდინარე პროცესების გამჭვირვალეობის გარანტია, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში ახალგაზრდული სფეროს განვითარება იყოს უფრო წარმატებული და შეუქცევადი პროცესი“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს