ამირან გამყრელიძე - ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კოვიდთან ბრძოლა, ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები

ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კოვიდთან ბრძოლა, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, მაგრამ არის საფრთხე, რომ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა წარმატებით მართავს კოვიდს, რამე მოიმოქმედონ, რაც აფეთქებას გამოიწვევს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას უკეთესი შეხედულება აქვს საქართველოს მოქალაქეებზე. მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობა კონსოლიდირებული და ერთიანი უნდა იყოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ირგვლივ, ისე ამ ყველაზე დიდი გამოწვევის დასამარცხებლადაც.

„მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, ამიტომ არ მგონია.

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით ვაქცინაცია. ვაქცინაცია გახდა დღეს პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით მძლავრი სახელმწიფოების ხელში. მე, იცით რომ, ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს, თუმცა რა გითხრათ… მაინც ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება, თუ კოვიდთან ბრძოლა, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა ან შეხედულებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა. ჩვენ ყველა ერთიანად უნდა ვიყოთ როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი საკითხის წინაშე. ყველას გთხოვთ, ვიყოთ კონსოლიდურებული და სოლიდარული, რომ ერთად ყველამ დავამარცხოთ ეს ძალიან დიდი გამოწვევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო